"ბარსელონამ" "ვილიარეალი" დაამარცხა და დროებით ლიდერობა დაიბრუნა
ლა ლიგის მე-14 ტურში, "ბარსელონამ" "ვილიარეალს" უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
თამაშს ძირითადად ერნესტო ვალვერდეს გუნდი აკონტროლებდა, მაგრამ რამდენიმეჯერ ინიციატივა ხელში სტუმრებმა აიღეს და ხიფათიც შექმნეს.
36-ე წუთზე, ანგარიში ჟერარ პიკემ თავური დარტყმით გახსნა, ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი, ცვლილებაზე გამოსულმა კარლეს ალენიამაც გაიტანა. "ბარსამ" მატჩი გოლის გაშვების გარეშე მოიგო, ასეთი შემთხვევები კი ამ სეზონში არც ისე ხშირია.
სანამ თავის შეხვედრას "სევილია" ჩაატარებს (ამაღამ, სტუმრად "ალავესთან"), "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. თუ "სევილია" ვერ გაიმარჯვებს, ეს სიტუაცია, სულ მცირე, მომდევნო ტურამდე შენარჩუნდება. კატალონიელებს 28 ქულა აქვთ და ანდალუსიურ კლუბს 2 ქულით უსწრებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]