მესი ბავშვებს შეხვდა

მესი ბავშვებს შეხვდა

დღეს დილით "იუნისეფის" თაოსნობით , ლეო მესი "კამპ ნოუზე", ბარსელონას 33 სკოლის ბავშვებს შეხვდა. ბავშვები, რომლებიც 33 სხვადასხვა სკოლიდან იყვნენ, მათი ასაკი 11–12 წელი იყო. ბავშვებმა ლეოს ბევრ რამეზე დაუსვეს შეკითხვები. მაგალითად, მის ბავშვობაზე, მის ხასიათზე და მის "ბარსაში" გატარებულ დროზე.

"ბარსაში" მის ყოფნასთან დაკავშირებით, ლეომ შემდეგი კომენტარი გააკეთა: " ძალიან რთული იყო აქ მოხვედრა. მე პატარა ვიყავი და ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. მე დავტოვე ჩემი მეგობრები და ჩემი სამშობლო. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და მე შევეცადე, რომ ჩემი ოცნებები აქ განმეხორციელებინა. მე ვცდილობდი, რომ მეთამაშა პირველ გუნდში, ეს ჩემი მიზანი იყო. მე ვტიროდი კიდეც, თუმცა არგენტინაში დაბრუნება არასოდეს მიფიქრია."

სამუდამოდ "ბარსაში"

 მესიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ იგი "ბარსელონაში" ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს: " ეს ჩემი სახლია და აქ ყველაფერი მაქვს. მე მთელი ცხოვრება აქ დარჩენა მსურს."

ყველასთვის სამაგალითო

  მესიმ განაცხადა, რომ როდესაც აკეთებ კარგ საქმეს, თამაშობ ბარსაში და გყავს უამრავი ფანი, ეს სამაგალითოა: "თამაშობდე "ბარსაში", გყავდეს ფანები მთელს მსოფლიოში , ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სამაგალითო ყოველი ადამიანისთვის. "

დახმარება ჰაიტის

 ლეომ კომენტარი გააკეთა ჰაიტისთან დაკავშირებით: "ისინი ძალიან ცუდ დღეში არიან. ასე ცხოვრება მაგ ხალხისათვის ძალიან რთულია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რადგან მათ ეს ძალიან სჭირდებათ," დაასრულა მესიმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.