ლეო მესის 43-ე ჰეთ თრიქი "ბარსელონაში"
"ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩში (0:5) "ლევანტესთან" ბრწყინვალედ ითამაშა, ჰეთ თრიქი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ლეო მესისთვის ეს "ბარსელონაში" 43-ე ჰეთ თრიქი აღმოჩნდა. ესპანურ კლუბებში არგენტინელ ჯადოქარზე მეტჯერ თამაშში 3 გოლი მხოლოდ "იუვენტუსის" ახლანდელ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს გაუტანია. მის ანგარიშზე მადრიდის "რეალში" 44 ჰეთ თრიქია.
მესი ასევე პირველია, ვინც მიმდინარე სეზონში, ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში, გოლი+პასი სისტემით 20 ქულა მოაგროვა. მას ახლა უკვე 24 ქულა აქვს (14 გოლი, 10 შედეგიანი გადაცემა).
აღსანიშნავია ისიც, რომ მესი ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის ფეხბურთელებს შორის 14 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]