ვალვერდე: კუკურელია შესანიშნავი ფეხბურთელია და მის დაბრუნებას განვიხილავთ
ერნესტო ვალვერდემ "ეიბარში" "ბარსელონადან" იჯარით მოთამაშე ფეხბურთელი, მარკ კუკურელია შეაქო.
"მარკს შესანიშნავი სეზონი აქვს, ეს კი კარგია მისთვის, "ეიბარისთვის" და ჩვენთვის, რადგან "ბარსელონას" აკადემიიდანაა. მან რამდენიმეჯერ მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, ახლა კი ნახევარდაცვაშია და ძალიან ეფექტურიცაა.
ახლა ნახევარდაცვის გაძლიერების საჭიროება არ გვაქვს, მაგრამ თუ კუკურელია ასე გააგრძელებს, მის ძირითად გუნდში დაბრუნებას აუცილებლად განვიხილავთ". - განაცხადა ვალვერდემ.
კუკურელია "ეიბართან" ერთად ხვალ "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]