მოლაპარაკებები ჩაიშალა - დენისი "ბარსელონაში" რჩება
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა" და "არსენალს" შორის, დენის სუარესის იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ცნობილია, რომ "არსენალს" ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურდა და მზად იყო "ბარსელონასთვის" 2 მილიონი ევრო გადაეხადა. კატალონიელები ლონდონელების მხრიდან დენისის გამოსყიდვის ვალდებულების აღებას ითხოვდნენ. "მეთოფეები" ამას არ დასთანხმდნენ და თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, მხარეებმა მოლაპარაკებები შეწყვიტეს.
იმავე წყაროს ცნობით, სუარესმა ერნესტო ვალვერდეს უკვე აცნობა, რომ ის, მინიმუმ სეზონის ბოლომდე, "ბარსელონაში" რჩება.
დენისის იანვარში წასვლის ერთადერთი შანსი ისაა, რომ "არსენალმა" მოლაპარაკებები განაახლოს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]