ვალდესი – “ჩვენ კიდევ გვაქვს დრო და ჩვენ მას გამოვიყენებთ”
კვირას ვიქტორ ვალდესი პრესას გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ეძებს მიზეზებს გასვლაზე წარუმატებლად თამაშისა. კატალონიელთა კიპერის აზრით ყველაფრის მიზეზი არის ტაქტიკა, ფეხბურთელები მოწინააღმდეგეს ძალზე ბევრ თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ.
"სახლში ჩვენ არცერთი ქულა არ დაგვიკარგავს, მაშინ, როდესაც გასვლაზე თამაში გვიჭირს. რა თქმა უნდა როდესაც ჩემპიონატის მოგებას აპირებ, საკუთარ მოედანზე ქულები არ უნდა დაკარგო, მაგრამ გასვლაზე თამაში ეს ჩვენთვის გამოცდა არის. გასვლაზე კარგად ჩანს რაში ვართ ძლიერები და რა უნდა გავაუმჯობესოთ. დრო კიდევ არის, წინ დიდი გზა არის და ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ საუკეთესოები” – განაცხადა ვალდესმა.
კატალონიელთა პირველი ნომერი თვლის, რომ პრობლემა ფეხბურთელების განწყობაში არ არის: "პრობლემა ტაქტიკაშია. გუშინ ჩვენ "ხეტაფეს” საკმაოდ სწრაფ ფეხბურთელებს ბევრი გასაქანი მივეცით და მათ ეს კონტრეშევებზე გამოიყენეს. საქმე იმაში არ არის, რომ ჩვენ მოგება არ გვსურს, ეს ასე არ არის. ჩვენ მოედანზე გავდივართ მოსაგებად, მაგრამ მოწინააღმდეგე ყოველთვის ძლიერ დაცვას გვიპირისპირებს. "ხეტაფეს” ფეხბურთელებმა ძალზე მჭიდროდ ითამაშეს, მათ იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ. ამან კი ჩვენი ამოცანა გაართულა”.
ვალდესი თვლის, რომ "ბარსელონა” დიდ დაშორებებს აკეთებს პოზიციებს შორის, რის შედეგადაც ფეხბურთელები ერთმანეთთან ძალზე შორს არიან: "ჩვენ არ ვთამაშობდით როგორც გუნდი, მე მხედველობაში მაქვს ჩვენი სისტემა. სისტემის აზრი ხომ იმაშია, რომ პოზიციებს შორის დაშორება იყოს მინიმალური, ხოლო მოწინააღმდეგეზე პრესინგი მაქსიმალური. შაბათს ჩვენს თამაშში ეს არ ყოფილა. ჩვენ მოწინააღმდეგეს თამაშის ბევრი შესაძლებლობა მივეცით და ამიტომაც ჩვენ არ ვთამაშობდით როგორც გუნდი”.
კითხვაზე, გუნდმა გასვლითი თამაშების დროს უნდა შეცვალოს თუ არა ტაქტიკა, ვალდესი პასუხობს, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს სამწვრთნელო შტაბმა.
ვალდესი ასევე აცხადებს, რომ მთელი გუნდი, ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც სწავლობენ იმ შეცდომებს, რომლებიც გუნდმა ბოლო თამაშებში დაუშვა. "ბარსა” ცდილობს მონახოს სიტუაციიდან გამოსავალი, ჩვენ ამაზე რთულ სიტუაციაშიც ვყოფილვართ” – ასე ასრულებს ინტერვიუს ვალდესი.
წყარო: www.barcamania.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]