"ბარსელონა" თავისი აღზრდილი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს

"ბარსელონა" თავისი აღზრდილი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს

20 წლის გარემარბმა ესპანური გრანდების ყურადღება მიიპყრო.

როგორც გამოცემა AS იტყობინება, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზაგრების "დინამოს" მოთამაშის, დანი ოლმოს შესაძენად იბრძოლებს.

საინტერესოა, რომ ოლმო სწორედ "ბლაუგრანას" აღზრდილია. კატალონიელთა აკდემიაში ის შვიდი წლის განმავლობაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ხორვატიაში აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, "ბარსა" მზადაა, ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, საქმეში ასევე ჩართულია მადრიდის "რეალი", რომელიც 26-მილიონიანი შეთავაზების გაკეთებას აპირებს.

ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დანი ოლმომ 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის Golden Boy-ს ნომინაციაში ოლმომ მე-11 ადგილი დაიკავა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 იანვარი 2019 23:39
    0
    ამას ჩაკვე ჯობია მოიყვანონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    publius kornelius
    სტუმარი [?]
    #1 29 იანვარი 2019 18:38
    2
    Chakvetadze ar undat? Neta martla barcashi an borusiashi gaichitos.