დაამარცხებს თუ არა მარსელინო „ბარსელონას“ პირველად?

დაამარცხებს თუ არა მარსელინო „ბარსელონას“ პირველად?

მესის გარეშე დარჩენილი "ბარსელონა" აქამდე არაერთხელ გახვეულა კრიტიკის ქარცეცხლში. ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალურმა დაპირისპირებამ ამ საკითხს კვლავ შესძინა აქტუალურობა. "კამპ ნოუზე" 2-ბურთიანი უპირატესობით ჩასული "სევილია", რომელმაც საკუთარ მოედანზე ლეოს დანაკლისით ისარგებლა, 1:6 დამარცხდა.

"ვალენსიას" "ლურჯ-შინდისფერთა" ლეგენდარული ბომბარდირის ეფექტი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი - "ღამურათა" წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ 25 მატჩში ლეომ 22 გოლი გაიტანა, რაც ორ ჰეთ-ტრიკსა და ერთ პოკერს მოიცავს.

"ვალენსიას" მესის "ბარსელონური" კამპანია მხოლოდ სამჯერ ჰყავს დამარცხებული. რვა შემთხვევაში მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 14 მათგანი დღევანდელმა სტუმრებმა დათმეს.

მეტოქის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებს მარსელინო ტორალის პირადი სტატისტიკაც - "ბლაუგრანა" მას არასდროს დაუმარცხებია.

მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოცემა MARCA-ს მიხედვით

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მესი10
    სტუმარი [?]
    #3 2 თებერვალი 2019 15:38
    0
    ისე მესის მაგივრად თუ მალკომს ათამაშებს არ იქნება ცუდი, ნუ პირველ ტაიმს მაინც. ასეთ თამაშებში გავიგებთ რისი თავი აქვს. მაგრამ იმდენი ხნის უთამაშებელია, არ გამიკვირდება რო ვერაფერი ქნას. ვინაიდან ფორმაში არიქნება. სუარეზის მაგივრად ბოატენგი, და რობერტოს მაგივრად სემედუ. იდეალური შემადგენლობა იქნებოდა დღევანდელი მატჩისთვის შესახვედრად.
    dembele11
    სტუმარი [?]
    #2 2 თებერვალი 2019 14:51
    0
    წინ ელკლასიკუა და სუა უნდა დაასვენოს და ბოატენგ უნდა მიცეს დრო ცხვირამ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 თებერვალი 2019 14:09
    0
    შანსი არაა

    პ.ს. რობერტოს ადგილას სემედუ და რობერტო ვიდალის მაგივრად მამენტ ბოატენგის დაყენებაც შეიძლება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued