"ბარსელონა" იოვიჩის ტრანსფერზე "აინტრახტს" უნდა შეუთანხმდეს
ლუკა იოვიჩი "ბენფიკას" ფეხბურთელია, თუმცა იჯარით "აინტრახტში" თამაშობს, თანაც გერმანელებს გამოსყიდვის უფლება აქვთ.
ახალგაზრდა სერბ ფორვარდს "ბენფიკასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, "აინტრახტის" იჯარა კი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
იქიდან გამომდინარე, რომ გერმანელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვთ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ზაფხულამდე ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე "აინტრახტს" უნდა შეუთანხმდნენ და არა "ბენფიკას".
ასევე იწერება, რომ კატალონიელებმა იოვიჩის აგენტთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]