ტონი კროოსი: "ელ კლასიკო" განუმეორებელია

ტონი კროოსი: "ელ კლასიკო" განუმეორებელია

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, "ბარსელონასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"რეალში" ჩემი მოსვლის შემდეგ ოთხ წელზე მეტი გავიდა და უკვე არაერთ "კლასიკოში" მივიღე მონაწილეობა. ამ მატჩების დროს ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. ეს რამდენიმე დღით ადრეც შეიმჩნევა. ერთმანეთის წინააღმდეგ ორი დიდი კლუბი თამაშობს და ამ დაპირისპირებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 

გასახდელში შესანიშნავი განწყობაა, "კლასიკოს" დატვირთვა ისტორიის გათვალისწინებით ყველა ფეხბურთელმა იცის. ეს განუმეორებელი მომენტია. ორივე მხარე ერთმანეთს კარგად იცნობს.

"ბარსელონას" წინააღმდეგ თავის დაცვა ყოველთვის რთულია. მათ ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ". - თქვა მან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 თებერვალი 2019 11:26
    4
    კაი კაცი ხარ ტონი... საკაიფოდ იბაზრა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 თებერვალი 2019 00:13
    8
    ხოდა განუმეორებლად გიხმართ ხვალე :დდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued