როსელი:"ძალიან მინდა გვარდიოლა ჩვენი ფერგუნსონი გახდეს"

როსელი:"ძალიან მინდა გვარდიოლა ჩვენი ფერგუნსონი გახდეს"

"ბარსელონას" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს. კონტრაქტის ვადა თვითონ პეპმა უნდა გადაწყვიტოს.

"ბლაუგრანას" აღზრდილი ხოსეპ გვარდიოლა 1990-2001 წლებში "ბარსელონაში" ირიცხებოდა. იგი 2008 წელს "ბლაუგრანას" სათავეში როგორც მწვრთნელი ისე ჩაუდგა.

"მე არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ გვარდიოლას ისე შევა "ბარსელონას" ისტორიაში, როგორც სერ ალექს ფერგუნსონი. იგი "მანჩესტერ იუნაიტდედს" 24 წელია წვრთნის. მაგრამ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. პეპს შეუძლია გაახანგრძლივოს კოტრაქტი რამდენ წელზეც უნდა" - განაცხადა სანდრო როსელმა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ კონტრაქტი ნამდვილად გახანგრძლივდება და "ის გრძნობს "ბარსელონას" და ფიქრობს მხოლოდ კლუბზე. იგი სწორედ ამით განსხვავდება სხვებისგან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.