იურგენ კლოპი: მატჩამდე, 500 000 ინტერვიუ მქონდა და "ბარსელონაზე" 500 000 პოზიტიური რამ ვთქვი
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინტერვიუ, რომელშიც, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლობი ამბობს: "კამპ ნოუ" უბრალოდ სტადიონია. დიახ, ის საკმაოდ დიდია, მაგრამ საფეხბურთო ტაძარი არაა." - ამის შესახებ, მას, "ბარსელონასთან" მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.
"მატჩამდე, 500 000 ინტერვიუ მქონდა და "ბარსელონაზე" 500 000 პოზიტიური რამ ვთქვი, მაგრამ თქვენ ცდილობთ, ამ ფრაზიდან დიდი ამბავი შექმნათ. მე საფეხბურთო ფანი ვარ, რატომ ვიტყოდი რაიმე ცუდს, ამ სტადიონზე? თუმცა, ამ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეიძლება, კარგი ფეხბურთის. ეს ნებადართულია და ამიტომ, ჩვენ ამის გაკეთებას შევეცდებით." - ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]