პრიორიტეტი გრიზმანია, ალტერნატივა - ლაკაზეტი
"ბარსელონა" მომდევნო სეზონისთვის თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს.
ბოლო დროს, "აინტრახტის" ახალგაზრდა შემტევის, ლუკა იოვიჩის კატალონიურ კლუბში გადმოსვლაზე აქტიურად იწერებოდა, მაგრამ უკანასკნელი ცნობებით, 21 წლის სერბი კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე ისევ ანტუან გრიზმანია. "ატლეტიკოს" ფრანგმა შემტევმა, გასულ სეზონში, "ბლაუგრანაში" გადასვლა იუარა, მაგრამ ჟურნალისტების ინფორმაციით, ის ამას ნანობს. კატალონიური პრესის ცნობით, არაა გამორიცხული, "ბარსამ" 28 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
იმავე წყაროს ცნობით, კატალონიელები, გრიზმანის ალტერნატივად, მის თანამემამულეს, ალექსანდრ ლაკაზეტს განიხილავენ. "ბარსას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი 27 წლის შემტევის ახლო მეგობარი და მისი თაყვანისმცემელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]