ლიონელ სკალონი: მესის ჩრდილი, შესაძლოა, ზედმეტად დიდი აღმოჩნდეს ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის
არგენტინოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, "ბარსელონას" კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"მესის ჩრდილი, რომელიც მთელს მოედანზეა გადაჭიმული, შესაძლოა, ზედმეტად დიდი აღმოჩნდეს ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის. ის ნაკრებისთვის თითქმის ყოველთვის ბოლომდე იხრჯება. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია, რომ ვთხოვოთ დანარჩენ ფეხბურთელებს, ისე ითამაშონ, როგორც ამას თავიანთ კლუბებში აკეთებენ."
"უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ მესი მოედანზე ჩვენთან ერთად არის. ის ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ თამაშის დროს გვჭირდება, რომ ლეო უბრალო ადამიანი იყოს, რომელიც მოგებაში დაგვეხმარება. გვინდა, რომ მან მოედანზე უკან დაიწიოს და შეტევაში მისი ადგილი სხვა მოთამაშემ შეავოს. მესი ფორვარდია, რომელიც საგოლე გადაცემებს აკეთებს. რაც უფრო ახლოსაა ის მეტოქის კართან, მით უკეთესია ჩვენთვის." - ციტირებს ლიონელ სკალონის სიტყვებს Goal.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]