სკალონი: არგენტინის ნაკრების განკარგულებაში მესის ყოფნა ძალიან სასიამოვნოა

სკალონი: არგენტინის ნაკრების განკარგულებაში მესის ყოფნა ძალიან სასიამოვნოა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა, რომელიც დღეს 20.00 საათზე დაიწყება. 

"მატჩის შემადგენლობა თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებიც 100%-ით ჯერ კიდევ არ არიან მზად. ჩვენ ბოლომდე დაველოდებით მათი მდგომარეობის შეფასებას. 

ლაუტარო მარტინესი სრულიად მწყობრშია, ის პირველი ორი დღე არ ვარჯიშობდა, თუმცა ბოლო წუთამდე დავიცდით, რათა მისი მზადყოფნა დავადასტუროთ. 

მესი - ის მოთამაშეა, რომლისგანაც ჩვენმა მეტოქემაც კი ბევრი უნდა ისწავლოს, ეს დიდი პლიუსია ჩვენთვის. ვისურვებდი, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა ნეიმარმაც მიიღოს. 

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა მესის ნაკრებში ყოფნა." - განაცხადა, სკალონიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 15 ნოემბერი 2019 17:23
    0
    21:00ზეა თამაში და იმედია მესის დღე იქმება დღეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ნოემბერი 2019 16:23
    0
    დავაი ლომო დღეს უნდა გაუბაბანო ბრაზილიას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 15 ნოემბერი 2019 16:05
    1
    რომელ ნაკრებში არაა მესი სასურველი..😂😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    [?]
    #1 15 ნოემბერი 2019 15:23
    4
    აბა თქვენ იცით დაღალეთ და დაამტვრიეთ. ნაკრებიდან როდის დაბრუნდა ბოლოს ჯანმრთელად და კარგ ხასიათზე აღარ მახსოვს. კახემირო და მილიტაო ბონუსს მიიღებენ ამის მოჩეხვისთვის