ლიონელ სკალონიმ მესი დაიცვა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ვენესუელასთან მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი დაიცვა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლიონელ მესი ცუდ თამაშში დაადანაშაულა, რაზეც სკალონიმ უპასუხა: "ვფიქრობ, მესის მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რომ ხედავდეთ, თუ რამხელაა მისი წვლილი გასახდელში, ან მოედანზე, შესაძლოა, სხვანაირად გეფიქრათ. ის ჩვენი გუნდის დიდი ნაწილია და მასში ეჭვი არ გვეპარება. მესი არის მესი. ის საუკეთესოა, ის ყველას აღემატება." - ციტირებს ლიონელ სკალონის სიტყვებს AS.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]