სერხიო ბუსკეტსი: სტვენა? გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ

სერხიო ბუსკეტსი: სტვენა? გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ

"ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი "ლივერპულთან" სამარცხვინო წაგებისა და "ხეტაფესთან" მოგების შესახებ საუბრობს.

"დღეს თამაში ძალიან ძნელი იყო. ვცდილობდით თამაშში 100%-ით ჩავრთულიყავით და გადაგველახა ის, რაც თავს გადაგვხდა. ნელ-ნელა უნდა მოვმჯობინდეთ.

სტვენა? ვიცით, რა სიტუაციაშიც ვართ. იოლი დღე არ გვქონია. ფეხბურთში ასეთი რამ ნორმალურია. გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ.

დუბლი ის მიღწევაა, რომლითაც ყველა არაა განებივრებული. თუმცა, მაინც ღრმა ჭრილობა გვაქვს დარჩენილი. მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

ერთიანი გუნდი ვართ მწვრთნელთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად.

ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა უნიკალური შესაძლებლობა იყო. ფინალამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. სწორედ ამიტომაა ეს ყველაფერი განსაკუთრებით მტკივნეული."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 13 მაისი 2019 00:40
    1
    ციტატა: nikusha
    შენ ისევ აურიე

    არა ძმებო, არავის არ აურევია და არავინ არ თამაშობს საზიზღრად!!
    უბრალოდ აქ ყველაფერი უდიდესი სპექტაკლია და იმიტომ.
    რომ მოინდომონ 10 დან 9 ს ნებისმიერ გუნდს მოუგებენ.
    უბრალოდ ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი: ყველა წამი გათვლილია ტოდალიზქტორის მხრიდან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 მაისი 2019 00:22
    4
    ძაან საზიზღრად თამაშობ ბუსი ძაან საზიზღრად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued