MD: "ბარსელონა" ბუფონის გაფორმებას არ აპირებს
"ბარსელონა" 41 წლის იტალიელი გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის გაფორმებით არაა დაინტერესებული, რომელიც 30 ივნისს "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს.
როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლეგენდარულ მეკარეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორად განიხილავდნენ.
კატალონიურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ კი "ბარსელონაში" საკუთარ წყაროებს მიმართა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბუფონის კანდიდატურა არ განიხილებოდა და კლუბს მისი გაფორმების არანაირი მცდელობა ჰქონია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]