ბოლო ვარჯიში მატჩის წინ
დღეს "ბარსელონამ" ადგილობრივი დროით 11 საათზე ბოლო სესია გამართა "ლევანტესთან" მატჩამდე "კამპ ნოუზე".
ვარჯიშზე კვლავ 18 ფეხბურთელი იმყოფებოდა პირველი გუნდიდან, 3 სარეზერვოდან: ტიაგო, ბარტრა და ვიქტორ ვასკესი. კვლავინდებურად არ იმყოფებოდა ვარჯიშზე ლეო მესი, რომელსაც შვებულება აქვს. "ლევანტესთან" მატჩში კატალონიურ კლუბს დააკლდება მესის გარდა პუიოლი, პიკე და იბრაჰიმ აფელაი, რომელსაც არ აქვს უფლება ითამაშოს დღევანდელ მატჩში. მისთვის ეს ვარჯიში იყო პირველი "კამპ ნოუს" სტადიონზე.
დიდი ყურადღებით ვარჯიშობდა მილიტო ხეფრენთან ერთად. ისინი ერიდებოდნენ ყოველგვარ სარისკო ვარჯიშს, რადგანაც მათი ტრავმა საბოლოოდ მოშუშებულიყო და არ გამიზეზებულიყო.
დღეს ვასკეს 29 ნომერი ექნება, ტიაგოს 30, ხოლო ბარტრას 32.
მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]