20 წლის ნიჭიერმა ნახევარმცველმა "ბარსელონას" "რეალი" არჩია
ნიჭიერი ნახევარმცველის, ალბერტო სოროს პროგრესს "ბარსელონა" საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. კატალონიელებმა 20 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესიც გამოთქვეს, თუმცა მან "რეალში" გადასვლა არჩია. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
სორომ "სარაგოსას" შემადგენლობაში, წინა სეზონში, 29 მატჩი ჩაატარა. მან 4 გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
"სარაგოსამ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო მიიღო. საინტერესოა, რომ მსგავსი შემთხვევა ახლო წარსულში "სარაგოსას" კიდევ ერთი მოთამაშის, ხესუს ვალეხოს შემთხვევაშიც მოხდა, რომელიც "ბარსელონაში" ტრანსფერთან ასევე ახლოს იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]