ჩავი ემოციებს ვერ მალავს
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, ჩავი ერნანდესი ვერ მალავს თავის ემოციებს გასული მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაიმართა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მატჩი, რომელშიც "ბარსამ" "ლევანტეს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მაგრამ ეს სიხარული არ იყო გამოწვეული მხოლოდ კლუბის გამარჯვებით, არამედ ნაწილობრივ ამის მიზეზია ის, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა, გასულ საღამოს, 549-ე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით და "ბლაუგრანას" ლეგენდის, მიგელის რეკორდი გაიმეორა.
"ვგრძნობ ძალზე დიდი სიამაყეს და ვარ ძალიან გახარებული. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და თავისი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში. მინდა კიდევ მრავალი წელი ვითამაშო "ბარსელონაში" და რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგოთ. გარდა ამისა, კლუბში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომელთაც შეუძლიათ რეკორდის გაუმჯობესება - ვალდესი, პუიოლი და ინიესტა. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეამაყება, როდესაც "ბარსელონას" მაისური მაცვია." - განაცხადა ჩავი ერნანდესმა "MARCA"-თან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]