ტიაგო:"პეპის დიდი მადლობელი ვარ"

ტიაგო:"პეპის დიდი მადლობელი ვარ"

კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის, "ბარსა ატლეტიკის" ახალგაზრდა ნახევარმცველი და ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, მაზინიოს შვილი, ტიაგო ალკანტარა გუშინდელი მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ მალავს. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაიმართა ესპანეთის თასის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც "ალმერიამ", საკუთარ მოედანზე, "ბლაუგრანას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, "კამპ ნოუზე", "ბარსელონას" გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ, ტიაგომ, რომელიც მატჩში ერთ-ერთი გოლის ავტორი იყო, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან მადლიერია პეპ გვარდიოლასი, რადგან იგი "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებს პირველ გუნდში თამაშის საშუალბას აძლევს.

"გვიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა მოახერხა ამ ტურნირის ბოლო ეტაპზე გასვლა. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ ამ მიზნის შესასრულებლად. რაც შეეხება ფინალში "ბარსელონას" მოწინააღმდეგეს, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამის გარდა, მე ძალიან მადლობელი ვარ გუნდის მწვრთნელის, პეპ გვარდიოლასი, რადგან მან მომცა საშუალება პირველ გუნდში თამაშისა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც მატჩს ძირითად შემადგენლობაში იწყებ" - განაცხადა ტიაგო ალკანტარამ "SPORT.ES"-თან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.