"ბარსელონა" ბოატენგის გამოსყიდვას გეგმავს
კევინ-პრინს ბოატენგის კატალონიური კარიერა წარმატებული ნამდვილად ვერ გამოდგა, მაგრამ "ბარსელონა" განელი თავდამსხმელის გამოსყიდვას მაინც აპირებს. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
იტალიური წყაროს ცნობით, "ბარსელონა" ფიქრობს 32 წლის ფეხბურთელი "სასუოლოდან" 8 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და ის ლა ლიგის რომელიმე გუნდში გაანათხოვროს.
შესაძლოა, "ბლაუგრანაში" იმედი აქვთ, რომ განელი მომდევნო სეზონში თავს კარგად წარმოაჩენს და შემდეგ მისი 8 მილიონზე ძვირად გაყიდვა იქნება შესაძლებელი.
ბოატენგი, გასული 6 თვის განმავლობაში, "ბარსელონაში" იჯარით თამაშობდა. მის ანგარიშზე 4 თამაში და 0 გოლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]