ვიდალის ჩილე დამარცხდა, ფინალი - ბრაზილია-პერუ [ვიდეო]
პორტო ალეგრეში, "გრემიოს" სტადიონზე, კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩილე და პერუ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა - პერუელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველ ტაიმში თავი ედისონ ფლორესმა და იოშიმარ იოტუნმა გამოიჩინეს, დამატებულ წუთებზე კი პაოლო გერერომაც გაიტანა.
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, შეხვედრა სრულად ჩაატარა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=Wfn0J20Zo9g]
ასე რომ, ჩილე ისევ ჩემპიონი ვეღარ გახდება, თუმცა, ნახევარფინალების შემდეგ არგენტინას ზედიზედ მესამედ მაინც შეხვდება - მესამე ადგილისთვის მატჩში, რომელიც 6 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება ფინალს, ბრაზილია-პერუს თამაში 7 ივლისს, საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]