მესის წითელი, ვიდალის გოლი და არგენტინის მოგება [ვიდეო]
არგენტინა და ჩილე კოპა ამერიკაზე საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ზედიზედ მესამედ დაუპირისპირდნენ. სან პაულოში გამართული დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მესამე ადგილოსნის ვინაობას არკვევდა, არგენტინელების გამარჯვებით დასრულდა.
თამაში ძალიან უხეში გამოდგა, რაც თითქმის მთლიანად ჩილელების დამსახურება იყო, თუმცა მსაჯი ასე არ ფიქრობდა და ლიონელ მესის და გარი მედელის შეკამათების შემდეგ მოედნის დატოვება ორივე ფეხბურთელს მოუხდა. "ბარსელონას" და ნაკრების კაპიტნისთვის ეს კარიერაში სულ მეორე წითელი ბარათი იყო.
მე-12 წუთზე ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, რასაც ათი წუთის შემდეგ პაულო დიბალას გოლი მოყვა (ორივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, რაც ლიონელ სკალონისგან გასაკვირია), მეორე ტაიმში კი, კერძოდ 59-ე წუთზე, არტურო ვიდალმა საკამათო ეპიზოდის შემდეგ დანიშნული პენალტით სხვაობა შეამცირა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=bRBaXyJFKBc]
ასე რომ, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე ჩილეს დომინაცია დასრულდა და ისინი მედლის გარეშე დარჩნენ, არგენტინამ კი ბრინჯაო მოიპოვა. ხვალ, ტურნირის ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და პერუ დაუპირისპირდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]