პაულო დიბალა: მატჩამდე მესიმ თავისი თილისმა მომცა
გუშინ, კოპა ამერიკაზე, არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდა. მატჩი "ალბისელესტეს" გამარჯვებით დასრულდა (2:1). ერთ-ერთი გოლის ავტორი პაულო დიბალაც იყო, რომელმაც თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის "ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის.
"მესიმ მატჩამდე თავისი წითელი თილისმა მომცა და მე არგენტინის მაისურით ოფიციალურ ტურნირზე, ჩემი პირველი გოლი გავიტანე, ამიტომ ამან გაამართლა." - ციტირებს პაულო დიბალას სიტყვებს Tribuna.
გუშინ, მატჩის 37-ე წუთზე ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელისთვის თილისმის სხვისთვის გადაცემა იღბლიანი არ ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ლეო მას ახალი სეზონის დაწყებამდე დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ მესის ეს თილისმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მისცა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]