Sport: მალკომმა "ბარსელონას" მაისურით, შესაძლოა, ბოლო მატჩი ჩაატარა
დღეს, "ბარსელონა" "ვისელ კობეს" დაუპირისპირდა. შესაძლოა, ეს მატჩი მალკომისთვის კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებული ბოლო თამაში იყოს, იტყობინება Sport.
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" წარმომადგენლები მალკომის აგენტს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და აცნობეს, რომ ფეხბურთელის თაობაზე ნებისმიერ შემოთავაზებას განიხილავენ, მაგრამ კლუბის პრიორიტეტი ბრაზილიელის გაყიდვაა და არა იჯარის წესით გაშვება. "ბლაუგრანა" მალკომს ენდობა, თუმცა მისთვის სათამაშო დროის გამონახვა ძალიან რთული იქნება. კლუბი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.
Mirror-ის ცნობით, "არსენალმა" უკვე გაუკეთა "ბარსელონას" შემოთავაზება (40 მილიონი ევრო). მისით ასევე, "ტოტენჰემი", 2 იტალიური და 2 გერმანული კლუბი ინტერესდება.
კატალონიური წყაროს ინფორმაციით, მალკომს "ბარსელონაში" დარჩენა და მისი პოზიციისთვის ბრძოლა უნდა, მაგრამ სავარაუდოდ, კლუბი მის სურვილს არ გაითვალისწინებს. "ბლაუგრანა" ფიქრობს, რომ შემდეგი კვირა მალკომის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. შესაძლოა, კატალონიელებმა ამ ტრანსფერისგან მიღებული თანხა ნეიმარის დაბრუნებაში გამოიყენონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]