ვინ იფიქრებდა?

ვინ იფიქრებდა?

გუშინ, კატალონიის "ბარსელონამ" "სამეფო თასის" საპასუხო მატჩი, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ, "სან მამესზე" გამართა, სადაც გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ ამისდამიუხედავად კატალონიური კლუბი მეოთხედ–ფინალში მაინც გავიდა. რომ არა აბიდალის გოლი ვინ იცის, იქნებ ხეტაფე–ბეტისის წყვილში გამარჯვებულს ბასკები შეხვედროდნენ...

გვარდიოლას გუნდი მოედანზე პუიოლისა და ინიესტას გარეშე გავიდა. შეხვედრა სწრაფი გამოდგა და ბასკები გოლის გასატანად და თავის დასაცავად თავს არ ზოგავდნენ. პირველ წუთებში ირაისოსის კარის ბადის გამოფხიზლების შანსი დავიდ ვილიას ქონდა, მაგრამ შანსი შანსად დარჩა და ანგარიში არ გახსნილა. მეტიც, "ბარსა" ბურთის შენარჩუნებას თავის ჩვეულ სტილში ვერ ახერხებდა და მომენტებში ბურთით მასპინძლები მოძრაობდნენ. ამით კი "სან მამესზე" შეკრებილი პუბლიკა აღფრთოვანებული დარჩა. თავის 11 გმირს ისინი თავდაუზოგავად ამხნევებდნენ და ამით თავისი საყვარელი ფეხბურთელების ძალებს ერთი–ორად ზრდიდნენ, რაც არც გვარდიოლასთვის, არც მისი გუნდისთვის და არც რომელიმე "ბარსას" "კეთილისმსურველისთვის" სასიამოვნო არ გახლდათ.

ყველაფრისდა მიუხედავად, პირველ ოც წუთში "ბარსას" ფეხბურთელების ბურთს ფლობა 70%–ს აღწევდა. 70% კი "ატლეტიკს" ნამდვილად არ ყოფნიდა. ბასკები კონტრ–შეტევებზე ნამდვილად ძალიან კარგად თამაშობდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანის რეალური შანსი არავის მისცემია. პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, რაც მასპინძლებისთვის სასიხარულო, თუ არა ყოველშემთხვევაში ცუდი ნამდვილად არ ყოფილა.

ბასკებს დაღლა პირველი ტაიმის ბოლო წუთებშიც არ ეტყობოდათ და ახლა დასვენებულზე რაღა უნდა დაეთმოთ "ბარსასთვის"? ისინი "ბასკური კედლის" აღმართვას ხელახლა შეუდგნენ. თავიდან ეს კედელი მთლად მყარი არ გახლდათ, მაგრამ მალე მოედანზე ანდრეს ინიესტა შემოვიდა. აი ახლა კი "ბასკური კედელი" "ჩინეთის კედელივით" მყარი გახდა და ირაისოსიც თავს დაცულად გრძნობდა. "ბარსამ" თავისი დაკარგული სტილი კიდევ ერთხელ და ამ შეხვედრაში საბოლოოდ იპოვა. განებივრებული ირაისოსის კართან რა აღარ მოხდა, მაგრამ გოლი არ გადიოდა. არ გადიოდა, სანამ მესი მარცხენა ფლანგზე პასს ინიესტას გადასცემდა. ადრესატი კი ანდრესი იყო, მაგრამ მან დარტყმა გიჟივით მორბენალ ერიკს გაუთმო. არ გეცნოთ გოლის ავტორის სახელი? არც არაფერში გადანაშაულებთ. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ გოლს ის ადამიანი გაიტანდა, რომელსაც თავის კარიერაში საერთოდ ერთი, თუ ორი გოლი აქვს გატანილი. დიახ, ეს აბიდალია! ფეხბურთელი, რომელმაც შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და სხვადასხვა სპორტული გამოცემების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული. ეს ყველაფერი კი 75–ე წუთზე მოხდა. სხვათაშორის, ეს აბიდალისთვის, "ბარსას" მაისურით, 130–ე შეხვედრა გახლდათ.

გოლის შემდეგ ჩვენ შეხვედრის რეჟისორებმა ბასკი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა, თუ გულშემატკივრების ნაღვლიანი სახეები გვიჩვენეს და ალბათ ყველამ იფიქრა, რომ მატჩის ბედი უკვე ბოლომდე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც კი თამაში განახლდა, ბასკებს სახე ეცვალათ. სახეების შეცვლასთან ერთად კი დაცვაში დგომა რამდენიმე წუთით "ბარსას" ფეხბურთელებსაც მოუწიათ, მაგრამ როგორც ჩანს ეს საქმე მათ "ატლეტიკისავით" არ გამოზდით. გოლი მაინც გავიდა. გოლის ავტორი ლორენტე გახდა. ახლა კი ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ბილბაოელებს დაცვა მიავიწყდათ და მთელი ძალებით შეტევებს შეუდგნენ, მაგრამ პინტო რის პინტოა ბოლო წუთბზე, "სამეფო თასის" შეხვედრაში, გოლი რო გაუშვას. საბოლოოდ "ატლეტიკი" დამარცხდა, მაგრამ დამარცხდა ღირსეულად ... მე თუ მკითხავთ, ღირსეულ დამარცხებას ღირსეული გამარჯვება ჯობს, მაგრამ არ უნდა დავივიწყო(თ) ისიც, რომ ბილბაოელი გიგანტები (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), კატალონიელ გიგანტებს (გადატანითი მნიშვნელობით) შეერკინნენ და არა რომელიმე "სამეფოდ" წოდებულ გუნდს. ასე, რომ დავაფასოთ ეს გუნდი. ზოგიერთი გუნდებისგან განსხვავებით ისინი როგორც "ბარსასთან", ისე "მადრიდთან" ერთნაირად იბრძვიან.

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მატჩის გმირი ერიკ აბიდალი იყო. მის გარდა მაღალ დონეზე ითამაშეს ხერარდ პიკემ და პედრო როდრიგესმა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით დავიდ ვილიაზე, რომელმაც რამდენიმე რეალური მომენტი უბრალოდ გაანიავა. ამის გამო კი ჩვენ დავიდი არ უნდა გავაკრიტიკოთ. ერთი–ორი მომენტი ასეთ დროს ძალიან დიდს არაფერს წყვეტს...

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იბრაჰიმ აფელაიმ, რომელსაც "ბარსამანიაზე" შეკრებილი "საზოგადოება" ასე ძალიან ელოდა. მართალია იბრაჰიმი მოედანზე გამოვიდა, მაგრამ საკითხავია ის, თუ საერთოდ შეეხო იგი ბურთს? მინდა გითხრათ, რომ იბრაჰიმს ჯერ "ბარსას" მაისურით შეხვედრა არ ჩაუტარებია, რაც ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, და მისი ასეთ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში დაყენება, ან 10–15 წუთიც მაინც თამაში ძალიან სარისკოა. ნუ ინერვიულებთ, კიდევ ბევრი დრო მიეცემა იბის და ყველა ერთად ვნახავთ, თუ "რისი მაქნისია" ჰოლანდიელი ვარსკვლავი.

ვიდეომასალა

მიმოხილვა

[media=http://www.youtube.com/watch?v=TYRqjzTU2wI]

აფელაის დებიუტი

[media=http://www.youtube.com/watch?v=P-KhZ3IP8Xw]

ბასკი გულშემატკივრების შეტევა აბიდალზე

[media=http://www.youtube.com/watch?v=U-lgBbewZ7o]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.