ერნესტო ვალვერდე გამპერის თასის წინ
ხვალ, "ბარსელონა" გამპერის თასზე ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"გამპერის თასზე ყოველთვის კარგი ატმოსფეროა.
საკმაოდ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გულშემატკივრებს კარგი ფეხბურთის და ახალწვეულების ხილვა უნდათ. იმედი მაქვს, თამაში წვეულებასავით გამოვა და ბოლოს ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენს სტადიონზე, ფანების წინაშე თამაშს მოუთმენლად ველით.
"არსენალი" ძლიერი გუნდია. მათი ჩემპიონატი მალე იწყება და ამიტომ, უკეთესად მომზადებულები არიან. მათ უკვე ჩაატარეს რამდენიმე კარგი მატჩი და სებალიოსის და ნიკოლა პეპეს სახით ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს.
უნაი ემერი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. მას, ზოგადად, ფეხბურთის თამაში და მოედანზე სივრცეების ათვისება უყვარს". - განაცხადა ვალვერდემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]