ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ესპანიოლთან" შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"რა შეიძლება ვთქვა მესიზე? ის ყველა თამაშში, რომელშიც მონაწილეობას იღებს, გამორჩეულია. უზომოდ გაგვიმართლა, რომ ის ჩვენს გუნდშია. განუმეორებელი ერის მოწმეები ვართ. 

აღსანიშნავია, რომ ლეო ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. არ ვიცი, რამდენად ღელავს ის ამაზე, ეს მას უნდა კითხოთ, მაგრამ ის, რომ მესის  საუკეთესოებს შორის არ ასახელებენ, გაკვირვებას იწვევს. 

საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოგვივიდა. ვიცოდით, რომ "ესპანიოლთან" თამაში საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, განსაკუთრებით მათ მოედანზე, თანაც ეს დერბია, დერბი კი ყოველთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. 

კარგია, რომ პირველ ადგილზე ვართ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და თამაში ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ გვიწევს, ამისთვის კი მხოლოდ მომატებაზე უნდა ვიფიქროთ". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 9 დეკემბერი 2018 20:13
    0
    მესის ასე რომ ეთამაშა მსოფლიოზე სახეს აახევდა ნებისმიერს..საქმე განა იმაშია, რომ არ უნდოდა ან მწვრთნელის მიუხედავად იზამდა მაგას არ ვიძახი, უბრალოდ რამდენიმე წელია ასეთი თამაში მესისგან არ მინახავს. ამდენი მგონი ბოლო 3-4 წელი არცერთ თამასში ურბენია...მიღება და აჩქარება ერთი იყო
    F C BARCELONA
    სტუმარი [?]
    #4 9 დეკემბერი 2018 16:28
    1
    წყალი მიაპკურეთ მიაქვ 🤣🤣😂😂
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 9 დეკემბერი 2018 16:28
    2
    აუ ასე რომ ითამაშოს ბარსამ სულ ხომ შეიძლება ვალოო wink heart_eyes
    DebruyneDebruyne
    სტუმარი [?]
    #2 9 დეკემბერი 2018 15:14
    4
    ერნესტო ვალვერდე ესპანიოლთან მატჩის შემდეგ
    და ფოტო laughing
    გასწორებულშია 1 თამაშია სადაც არ შეუგინებიათ და მართლა ლამაზი ფრხბურთი ითამაშეს
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 9 დეკემბერი 2018 14:12
    2
    რამე მოწია რა დღეშია ტიპი