მეცნიერების დასკვნა: მესი რონალდუზე 2-ჯერ პროდუქტიულია
ბელგიურმა კვლევითმა ცენტრმა შექმნა მოდელი იმის გასარკვევად, თუ რომელი ფეხბურთელი ახდენს თამაშზე ყველაზე დიდ გავლენას. გასაკვირი არაა, რომ პირველ ადგილზე ლეო მესი გავიდა.
კვლევა ჩატარდა 2013-2018 წლებში. შედეგად დადგინდა, რომ მესი თამაშში, საშუალოდ, 1.21 გოლს ქმნის. შედარებისთვის, კრიშრტიანუ რონალდუს მაჩვენებელი 2-ჯერ მცირეა - თამაშში საშუალოდ 0.61 გოლი.
"ფეხბურთელის მნიშვნელობას, ხშირად, გოლები და ასისტები განსაზღვრავს. თუმცა, გოლი იშვიათობაა, მაგრამ თამაშში ჩვენ დაახლოებით 1600 მოქმედებას ვხედავთ. ჩვენი მოდელი ყველა ამ მოქმედებას აანალიზებს - დარტყმები, პასი, დრიბლინგი, ვარდნა..." - ციტირებს KU Leuven-ის მკვლევარის, ჯეს დევისის სიტყვებს Sportza.be.
"პირველ სეზონებში, მესისა და რონალდუს მაჩვენებელი თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ 2015/16 წლების სეზონიდან მესიმ მეტოქეს გაცილებით აჯობა.
ფეხბურთელების უმრავლესობაში ერთ საერთო ტრენდს ვხედავთ: ისინი ბევრ ნაკლებად მნიშვნელოვან ქმედებას სჩადიან. მაგალითად, პოლ პოგბა. მეორეს მხრივ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს იშვიათად ეხებიან, მაგრამ თამაშზე დიდ გავლენას ახდენენ. ეს, ძირითადად, თავდამსხმელებს ახასიათებთ. მაგალითად, ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი, კრიშტიანუ რონალდუ. მესი განსაკუთრებულია - ის ძალიან დიდი რაოდენობის ქმედებაშია ჩართული და ასევე ახერხებს, რომ ეს ქმედებები მაღალი შედეგის მომტანი იყოს." - ეს კიდევ ერთი მკვლევარის, ტომ დეკროოსის სიტყვებია.
ახალი მოდელის მუშაობის პრინციპი მისმა ავტორებმა მადრიდის "რეალის" კარში ალეიშ ვიდალის მიერ გატანილი გოლით ახსნეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]