ერნესტო ვალვერდე "ვალენსიასთან" მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "ვალენსიასთან" მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მესი? მისი არყოფნა ბევრს ნიშნავს, ამას არ უარვყოფ. ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, განსაკუთრებით კი იმ გუნდებთან, რომლებიც მოედნის სიღრმიდან თამაშობენ. იმედი გვაქვს, რომ ის მალე დაბრუნდება. არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ლეო "ბორუსიასთან".
"ჩვენ ყველა ფეხბურთელი უნდა გამოვიყენოთ და ამისთვის შესაბამისი შემადგენლობაც გვყავს. მესი ნამდვილად გვაკლია, მაგრამ ეს თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობაა სხვა მოთამაშეებისთვის."
"მესის ინტერვიუ? ხშირად, ხალხი მის ნათქვამს ბევრ სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებს. ლეოს თითოეულ მოძრაობას ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდება."
"ნეიმარი? ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მასზე სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, მის მიმდინარეობისას და დახურვის შემდეგ. ახლა კი დროა ეს ყველაფერი დავივიწყოთ."
"ვალენსიამ" მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ არ მგონია რამდენიმე დღეში მათ თამაშში ბევრი რამე შეცვლილიყო. ბოლო დროს "ღამურები" კარგ შედეგებს აჩვენებენ, ამიტომ ხვალ ისინი "კამპ ნოუზე" იგივე შემადგენლობით გამოვლენ."
"ისინი 4-4-2 სქემას იყენებენ და როგორც კოპა დელ რეის ფინალში ვნახეთ, კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ." - ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]