ინიესტა:"ასეთ შეტევებს "ბეტისისაგან" არ ველოდი"
როგორც იცით, დღეს გაიმართა ესპანეთის თასის, პირველი მეოთხედ ფინალური შეხვედრა. ამ მატჩში კატალონიის "ბარსელონამ" "რეალ ბეტისს" უმასპინძლა და გამანაგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. დაპირისპირების შემდეგ, "ბლაუგრანას" ერთ ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ანდრეს ინიესტამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. იგი ძალზედ აღფრთოვანებული იყო "ბეტისის" თამაშით და განაცხადა, რომ მათგან ასეთ მწვავე და დალაგებულ შეტევებს არ ელოდა.
"ბეტისის" ფეხბურთელები გვიტევდნენ, საკმაოდ მწვავე და სახიფათო შეტევებს აკეთებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად მათ საკუთარ კარში ხუთი ბურთი მიიღეს. იმას, რომ "ბეტისი" ასე შეგვიტევდა არავინ არ ველოდით. მათ აირჩიეს შემტევი და არა დაცვითი ფეხბურთი. ნათელია, რომ მოთამაშეებს ძალიან უყვერთ ასეთი თამაში და საკმაოდ კარგადაც გამოსდით."-განაცხადა კატალონიელთა ნახევარმცველმა "AS"-თან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]