მესი "ბოკა ხუნიორსის" მაისურით? ახდება რიკელმეს ოცნება?

მესი "ბოკა ხუნიორსის" მაისურით? ახდება რიკელმეს ოცნება?

ლეგენდარულმა არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ მისი გამოსამშვიდობებელი თამაშის დეტალები გაასაჯაროვა და იმედი გამოთქვა, რომ ლეო მესი შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

რიკელმეს საპატივცემულო შეხვედრა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, "ბოკა ხუნიორსის" საშინაო არენაზე, "ბომბონერაზე" გაიმართება. მასში ერთმანეთს "ბოკას" 2000/01 და 2007 წლის გუნდები დაუპირისპირდებიან. თავად რიკელმეს სურს, რომ გამონაკლისის სახით თამაშს ერთი მოთამაშე დაემატოს და ეს ლეო მესი იყოს.

"მესი "ბომბონერაზე"? მისი "ბოკა ხუნიორსის" მაისურით ხილვა ახდენილი ოცნება იქნება. იმედი მაქვს, ის ჩამოსვლას მოახერხებს." - ციტირებს რიკელმეს სიტყვებს Mundo Deportivo.

დიდი ალბათობით, რიკელმეს ოცნებას ახდენა არ უწერია. საქმე ისაა, რომ 11 დეკემბერს "ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგაზე, "ინტერს" სტუმრად ეთამაშება, ხოლო 15 დეკემბერს, ასევე სტუმრად, "სოსიედადს" რთულ მატჩში დაუპირისპირდება. ძნელი წარმოსადგენია, ლეომ ამ მატჩების შუალედში არგენტინაში გამგზავრება და უკან დაბრუნება მოასწროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Kakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 18 სექტემბერი 2019 22:56
    1
    Dzalian kargia 🥰

    Pag-reali c daiwyoo 🤩🤩