ანტუან გრიზმანი: საუკეთესო ფორმისგან შორს ვართ
კატალონიელთა ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი, რომელმაც "ვილიარეალთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (2-1) თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, აცხადებს, რომ "ბარსელონა" სათანადო ფორმაში ჯერ არაა.
"ბარსელონაში" განსხვავებულ პოზიციაზე ვთამაშობ. აქ განსხვავებული სისტემაა. ჯერ კიდევ ვსწავლობ და უკეთ ავთამაშდები. ვიცოდი, რომ "ბარსელონაში" ადაპტაცია რთული იქნება. ეს განსხვავებული კლუბია... თუმცა, ძალიან ცუდადაც არ გამოვიყურები, 3 გოლი გავიტანე." - გრიზმანის სიტყვებს Trinbuna ციტირებს.
ანტუანმა ლეო მესისთნ შეთამაშებაზეც ისაუბრა: "მესმის, რა უნდა მესის. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ "კამპ ნოუზე" ერთად ვითამაშეთ."
ფრანგმა ფეხბურთელმა კომენტარი მთლიან გუნდზეც გააკეთა: "ბევრი ჩვენგანი გუნდში ახალია. ჩვენ ვსწავლობთ და ვპროგრესირებთ. საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ ვვარჯიშობთ და მალე მოვუმატებთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]