"ბარსელონა" 300-ევროიან ჯარიმას გაასაჩივრებს
დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა "ბარსელონა", მცირე დარღვევის გამო, 300 ევროთი დააჯარიმა.
საქმე ანტუან გრიზმანის ტრანსფერს ეხება. "ატლეტიკოს" ცნობით, "ბარსელონამ" გრიზმანთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული სეზონის დასრულებამდე, მარტში დაიწყო.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში დარღვევა მართლაც დააფიქსირეს, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი და ამის გამო, "ბარსას" მხოლოდ 300 ევროს გადახდა დაეკისრა.
სასაცილოდ ცოტა თანხის მიუხედავად, "ბარსელონა" გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გასაჩივრების გარეშე გამოვა, რომ "ბლაუგრანა" სასჯელს ეთანხმება, შესაბამისად, დარღვევასაც აღიარებს. ვინაიდან კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ მათ არცერთი წესი არ დაურღვევიათ, კლუბმა 300 ევროს ჯარიმის გასაჩივრება გადაწყვიტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]