კურიოზი: "ბარსელონა" 300 ევროთი დააჯარიმეს
ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებული სასამართლო დავა დასრულდა.
მადრიდის "ატლეტიკომ" "ბარსელონას" იმის გამო უჩივლა, რომ კატალონიელებმა ანტუან გრიზმანთან მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მარტში დაიწყეს. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები მარტში მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" რაიმე დოკუმენტი ვადაზე ადრე გააფორმეს.
"ატლეტიკო" ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას ითხოვდა. განიხილებოდა ერთი თამაშით "კამპ ნოუს" დახურვის საკითხიც. ყველაზე არარეალურად "ბარსელონას" 300 ევროთი დაჯარიმება მოსჩანდა, მაგრამ Sport-ის, Marca-სა და As-ის ცნობით, საქმე სწორედ ასე დაიხურა - კატალონიური გიგანტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტული კლუბია, 300 ევროთი დააჯარიმეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]