ფრენკ იდე იონგი: საშინაო დავალებებს მანქანაში ვაკეთებდი

ფრენკ იდე იონგი: საშინაო დავალებებს მანქანაში ვაკეთებდი

"ბარსელონას" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, El Periodico-სთან საუბრისას, თავის ბავშვობაზე საუბრობს.

კითხვაზე, რომელია მისი პირველი საფეხბურთო მოგონება, დე იონგმა 18 წლის წინანდელი პერიოდი გაიხსენა: "დრო, როდესაც ფეხბურთს მეტნაკლებად სერიოზულად მოვეკიდე, ჩემი პირველი თანაგუნდელები, როდესაც 4 ან 4.5 წლის ვიყავი. ჩემი მშობლიური გუნდი არკელში იყო, სადაც დავიბადე. ეს პატარა დასახლებაა, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს 3 მოედნით."

3 წლის შემდეგ დე იონგი "ვილემ II"-ს შეუერთდა: "ამ კლუბიდან დამიკავშირდნენ და მათ საფეხბურთო აკადემიაში გადასვლა შემომთავაზეს. როდესაც ტესტებზე დამიბარეს, ძალიან გახარებული ვიყავი. იმ დროს უკვე მინდოდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი.

ერთი თვით ადრე სხვა გუნდში მიმიწვიეს, მაგრამ მშობლებს ჩემი გაშვება არ უნდოდათ. ისინი ამბობდნენ, რომ 6 წელი ამისთვის ძალიან პატარა ასაკი იყო და შინ უნდა დავრჩენილიყავი. მაგრამ როდესაც "ვილემ II"-ს შემოთავაზება მივიღებთ, ამ შანსის გამოყენება ძალიან მინდოდა და ისინიც დამთანხმდნენ."

ახალი კლუბის ბაზა ტილბურგში მდებარეობდა და ფრენკის ვინმე უფროსი სჭირდებოდა, ვინც ვარჯიშებზე ატარებდა: "დიახ, რა თქმა უნდა. სხვანაირად ეს არც მოხდებოდა. პირველი წლის განმავლობაში ბაბუა დამყვებოდა, შემდეგ კი კლუბის წარმომადგენელი. 40 წუთის განმავლობაში ავტომობილით უნდა მემგზავრა და საშინაო დავალებებს მანქანაში ვაკეთებდი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 27 სექტემბერი 2019 17:39
    3
    ციტატა: nika 54
    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ნეტა აქაც ისე ზრდიდნენ აკადემიებში ფეხბურთელებს როგორც ევროპაში

    რამდენი ქართველი ტალანტი დაბრუნდა ევროპიდან? ქართველებს შრომა ეზარებათ ეს ფაქტია და არაფერი ამას აღარ უშველის. ნაკრებს შეხედეთ სასტავი ვერ დადგა ისე რო ვინმეს ტრავმა არ ქონდეს მიღებული, ეს კი ფიზიკური დატვირთვების არ გათვალისწინებაა,

    რამეს იტყვი და გძულს და არ გიხარიაო ქართველების წარმატებაო ვითომ ჩვენ არ ვიყოთ ქართველები :))) ცოტა ძაან სამარცხვინოა იმ ფეხბურთის ყურება რასაც საქართველოში თამაშობენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 სექტემბერი 2019 15:21
    6
    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ნეტა აქაც ისე ზრდიდნენ აკადემიებში ფეხბურთელებს როგორც ევროპაში

    რამდენი ქართველი ტალანტი დაბრუნდა ევროპიდან? ქართველებს შრომა ეზარებათ ეს ფაქტია და არაფერი ამას აღარ უშველის. ნაკრებს შეხედეთ სასტავი ვერ დადგა ისე რო ვინმეს ტრავმა არ ქონდეს მიღებული, ეს კი ფიზიკური დატვირთვების არ გათვალისწინებაა,
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 27 სექტემბერი 2019 14:37
    3
    ვილემ 2 მა ვან დეიკი და დეიონგი გამოზარდა.

    Culé [?]
    #2 27 სექტემბერი 2019 14:25
    5
    მეს იგროკი სერიოზულ დონეს მიაღწევს ესე მგონია ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 სექტემბერი 2019 14:06
    6
    ეეჰ ნეტა აქაც ისე ზრდიდნენ აკადემიებში ფეხბურთელებს როგორც ევროპაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued