ინტერვიუ "ბარსელონას" ქალთა გუნდის ლიდერთან
"ბარსელონას" ქალთა გუნდის ლიდერი, UEFA-სა და FIFA-ს მიერ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ლიეკე მარტენსი, Reuter-თან საუბრისას, არაერთ საინტერესო თემას შეეხო.
"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ვამბობდი, რომ მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ბევრი დამცინოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ ბიჭების სპორტია.
თუმცა, ქალთა ფეხბურთი ძალიან განვითარდა. როდესაც 15-წლამდელთა ნაკრებიდან მიწვევა მივიღე, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მიყვარდა. ხალხი ჩემზე იცინოდა, ახლა კი მე ვიცინი მათზე.
ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული იმ პატარა დიდ განაწყენებიდან დაიწყო, რომელსაც უფროს ძმებთან ერთად თამაში უნდოდა.
ვფიქრობ. 12-13 წლის ასაკამდე გოგოსა და ბიჭს შორის განსხვავება არაა. ამის შემდეგ კი მივხვდი, რომ ისინი ფიზიკურად უფრო ძლიერები და უფრო სწრაფები იყვნენ, მე კი უფრო ჭკვიანი უნდა გამოვსულიყავი.
ჩემმა თანაგუნდელებმა იცოდნენ, რა შემეძლო და ისინი ჩემი გუნდში ყოფნით ბედნიერები იყვნენ. მეტოქეები კი ამბობდნენ "ოჰ, არა, ეს ხომ გოგოა, მას ფეხბურთის თამაში არ შეუძლია."
ფეხებში ყველაზე ხშირად მე მირტყამდნენ, რადგან ბიჭებს არ მოსწონდათ, როდესაც მათ გავცდებოდი ხოლმე.
რონალდინიოს თმები ცხენის კუდს მიუგავდა და ის ცოტათ გოგოს ჰგავდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, დიდებული თავდამსხმელი და ამავე დროს, ის ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებდა და ბევრს იცინოდა.
სახლი მაშინ დავტოვე, როდესაც ჩემი პატარა და 8 წლის იყო, ახლა კი ის 18 წლისაა. მე მისი გაზრდა გამოვტოვე. ასეთ პატარა ასაკში ეს რთული იყო, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ ნამდვილად ღირდა.
ჩემი ცხოვრება სრულებით შეიცვალა. როდესაც შინ ვბრუნდები, ხალხი ავტოგრაფებსა და სურათის მათთან გადაღებას მთხოვს. ეს ძალიან კარგია, რადგან ყოველთვის მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი. ამისთვის ბევრი ვიშრომე.
ბედნიერი ვარ იმით, რომ პატარა გოგოებისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ და მათ შემიძლია ვუჩვენო რას მიაღწევენ, თუ მოინდომებენ.
მათ, ახლა, თავიანთი ოცნება აქვთ. ისინი ხედავად, რომ ისეთ დიდ გუნდებს, როგორებიც "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა" და "ატლეტიკოა", ქალთა გუნდები ჰყავთ. ბავშვობაში "ბარსელონასა" და "აიაქსში" თამაში მინდოდა, მაგრამ მათი ქალთა გუნდები არ არსებობდა.
ჩვენ მილიონებს არ გამოვიმუშავებთ. ამას არც ვითხოვთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ქალთა ფეხბურთელი განვითარდეს, მაშინ მეტი შესაძლებლობა უნდა გვქონდეს, კონცენტრაცია მხოლოდ თამაშზე მოვახდინოთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]