კატალონიელი ჟურნალისტები ჟერარ პიკეს პასუხობენ
კატალონიის ჟურნალისტთა ასოციაციამ, ჟერარ პიკეს კომენტარის საპასუხოდ, სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, სავარაუდოდ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს პრესაში ე.წ. შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, რამაც ჟურნალისტთა უკმაყოფილება გამოიწვია.
გთავაზობთ ჟურნალისტების განცხადებას:
"ჟურნალისტთა ასოციაცია ჩვენი კოლეგების მიმართ ჟერარ პიკეს მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმება. არ ვიზიარებთ მოსაზრებას, თითქოს ჩვენი კოლეგები სტატიებს ვინმეს თხოვნით წერდნენ.
არასდროს დავიღლებით, მოვითხოვოთ მეტი პატივისცემა როგორც ჩვენი პროფესიის, ასევე ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების მიმართ. ჟურნალისტები არასდროს შევეგუებით სხვებმა გვიკარნახონ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ. ისინი ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენ, რადგან მათ არ მოსწონთ, რასაც ვწერთ. პრესის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებაა და პროფესიონალები ეთიკის კოდექსის შესაბამისად მუშაობენ." - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც Marca ავრცელებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]