გვარდიოლა: "ამ მატჩს ტესტის სახე ექნება"

გვარდიოლა: "ამ მატჩს ტესტის სახე ექნება"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ მატჩი "ოსასუნასთან" გუნდისთვის "კარგი ტესტი" იქნება. პეპმა ასევე თავის პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორშაბათის მატჩი ფეხბურთელებმა ახლა უკანა პლანზე უნდა გადაწიონ და ისიც დაამატა, რომ "რეალი" ახლა ისეთი სახიფათოა, როგორც არასდროს...

"ჩვენ ძალიან გახარებული ვართ იმ ფაქტით, რომ მადრიდელების დამარცხება შევძელით, მაგრამ ახლა ეს შეხვედრა უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ. "ოსასუნამ" უკვე აჩვენა, რომ ისინი მოედანზე პირველივე წუთიდან იბრძვიან. გუნდის ვარჯიშების შემდეგ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს", განაცხადა პეპმა.

ინტენსივობა და სათამაშო სტილის შენარჩუნება – ეს ის ორი ფაქტორია, რაც პამპლონაში, "ბარსას" გამარჯვებას განაპირობებს. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი "ელ კლასიკოს" მსგავსი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძალები უნდა ვაჩვენოთ. ამ მატჩს ერთგვარი ტესტის სახეც ექნება. ჩვენ შაბათს ძალიან გამოცდილი გუნდისა და გაბედული და ამბიციური მწვრთნელის წინააღმდეგ ვითამაშებთ", განაცხადა ახალგაზრდა მწვრთნელმა.

თავის პრეს–კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ასევე ყურადღება მადრიდის "რეალზეც" გაამახვილა და განაცხადა: "ახლა მადრიდი ორჯერ უფრო მეტად სახიფათოა. მათ უკვე მრავალჯერ აქვთ ნაჩვენები, რომ ასეთი მარცხის შემდეგ ფორმის აღდგენა ძალიან მალე შეუძლიათ. მადრიდელებს ყავთ მწვრთნელი, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილ სეზონში "რეალი" ისეთი სახიფათო იქნება, როგორც არასდროს."

გვარდიოლამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ლეო მესი პამპლონაში სათამაშოდ მზადაა. მან ასევე ჩავიზეც ისაუბრა: "ძალიან კარგია, რომ თქვენ ამ ბოლო კვირებში შეკითხვა არ დაგისვამთ ჩავი ენანდესზე. მინდა ვთქვა, რომ იგი ახლა ბევრად უკეთესად გახლავთ, მაგრამ მცირე ტკივილები მაინც აწუხებს."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.