”ბარსას” ნახევარ-ფინალში ”ალმერია” ელოდება

”ბარსას” ნახევარ-ფინალში ”ალმერია” ელოდება

”ალმერიამ” ”რიაზორის” სტადიონზე დაამარცხა ”დეპორტივო” (3:2) და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გამოვიდა (4:2). ხოსე ლუის ოლტრას გუნდი ”კოპა დელ რეის” ნახევარ-ფინალურ მატჩში კატალონიის ”ბარსელონას” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის ”კამპ ნოუზე” გაიმართება.

”დეპორტივოს” მოლოდინი არ გამართლდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პირველი შეხვედრის შედმეგ თამაშს თავის სასარგებლოდ შემოატრიალებდნენ, თუმცა კორონასა და კრუსატის მიერ ორ წუთში გატანილი ორი გოლის წყალობით ”ალმერიის” უპირატესობა აშკარა გახდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აღნიშნულ გუნდებს შორის ”ალმერიის” გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

თამაშის პირველი ნახევრის მიწურულს, პაბლო ალვარესის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტისა და ადრიანის მიერ გატანილი გოლის წყალობით, გუნდებს შორის ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ”დეპორს” ორი გოლი სჭირდებოდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ისინი ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა გოიტოს გოლმა მათი იმედები დაამსხვრია.

მიმდინარე სეზონში ”ალმერია” და ”ბარსა” ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო კატალონიელების გასვლითი მატჩი, სადაც ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვეს. მათ მეტოქეს 8 უპასუხო ბურთი გაუტანეს. თუმცა, თასის ნახევარ ფინალში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.