ადრიანო:" ეს სამომავლოდ გაკვეთილად გამოგვადგება"

ადრიანო:" ეს სამომავლოდ გაკვეთილად გამოგვადგება"

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ", "დელ რეის თასზე" "ბეტისთან" 3–1 წააგო. "ბლაუგრანას" ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო კორეირა ამ მარცხში დადებით მხარესაც ხედავს: " ეს მარცხი სამომავლოდ გაკვეთილად გამოგვადგება. ეს არ ყოფილა ჩვენთვის დამახასიათებელი მატჩი. ეს იყო უბრალო წაფორთხილება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოგივიდეს ფეხბურთში. "ბეტისი" ძალიან კარგი გუნდია და მათ ეს დაგვანახეს."

ადრიანო "რასიგთან" მატჩში, მხოლოდ გამარჯვებას ელის: "ჩვენ მზად ვართ "რასინგთან" სათამაშოდ. ჩვენ ყველამ გავაანალიზეთ მარცხი და შევეცდებით ყველაფერი საპირისპიროდ შემოვაბრუნოთ."

ლა ლიგაში გუნდის ასპარეზობის შესახებ ადრიანომ განაცხადა: " წინ ჯერ კიდევ ნახევარი სეზონი დარჩა და ჩვენ ევეცდებით ისევ წარმატებით ვითამაშოთ. ჩვენ ყველა ვარჯიშზე ბოლომდე დავიხარჯებით," დაასრულა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.