რობერტ ლევანდოვსკი: ლეო მესი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც "ოქროს ბურთზე" მე-8 ადგილი დაიკავა, ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მე-6 აღიარებაზე ისაუბრა.
"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. კარგია, რომ აქ ყველა ერთად ვართ. ეს რაღაც განსაკუთრებული, შესანიშნავი გამოცდილებაა.
"ოქროს ბურთის" 6-ჯერ მოგება წარმოუდგენელია. მესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და უეჭველად, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში." - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]