ტრავმები არტურისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია
"გრემიოდან" შეძენილ არტურ მელოს "ბარსელონაში" ჩავის შემცვლელად მოიაზრებდნენ. ნახევარმცველმა დაამტკიცა, რომ პოტენციალი აქვს, თუმცა მიზნის საბოლოოდ განხორციელებაში ხელს ტრავმები უშლის.
As-ის ინფორმაციით, "ბარსელონაში" სჯერათ, რომ არტურის განვითარებას ტრავმები აფერხებს. გასულ კვირას, კლუბის სამედიცინო შტაბმა არტურის ახალი ტრავმა დაადასტურა. ბრაზილიელს საზარდულის პრობლეები აქვს.
სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ, არტური განაცხადშიც არ მოხვედრილა "მალიორკას", "ლეგანესისა" და "ინტერის" წინააღმდეგ. "დორტმუნდთან" მატჩში კი სათადარიგოთა სკამზე იყო. ბრაზილიელმა მხოლოდ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშა.
ეს ტრავმა პირველი არ არის. ჯერ კიდევ წინა სეზონში მიღებული მუხლის ტრავმის გამო, არტურს მთელი თვის გამოტოვება მოუხდა.
როდესაც არტური ფორმაშია, ერნესტო ვალვერდე მას სათამაშო დროს ყოველთვის აძლევს. ბრაზილიელი კლუბისთვის საკვანძო ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში არტურმა 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]