მანუელ ნოიერი: რა უფრო ყურებადია, კარგი ვარდნა თუ მესის გოლი?
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ბაიერნის" მეკარემ, მანუელ ნოიერმა, Kicker-თან ინტერვიუში, "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა.
ნოიერმა აღნიშნა, რომ მესის გამარჯვება არ გაკვირვებია. საინტერესოა, რომ გერმანელს საკუთარი ახსნაც ჰქონდა იმ ფაქტისა, თუ რატომ იგებენ ამ ჯილდოს თითქმის ყოველთვის ფორვარდები და არა მცველები.
"რას უყურებთ ყველაზე ხშირად ინსტაგრამსა და იუთუბზე? კარგ დაცვით თამაშს, ეფექტურ ვარდნას, საჰაერო ბრძოლებს თუ მესისა და რონალდუს მიერ გატანილ გოლებს? სწორედ ამიტომ იგებენ ყოველთვის შემტევები." - ციტირებს ნოიერის სიტყვებს Tribuna.
ლიონელ მესისა და რონალდუს, ერთად, 11 "ოქროს ბურთი" აქვთ მოგებული. მათ ათწლიანი ჰეგემონია 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა დაასრულა. მესი-რონალდუს ერამდე 2007 წელს "ოქროს ბურთის" გამარჯვებული რიკარდო კაკა გახდა. ჯილდოს ისტორიაში კი ლევ იაშინი ერთადერთი მეკარეა, რომელსაც ეს პრიზი მოგებული აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]