"ბარსელონა ბ"-ს მწვრთნელი ანსუ ფატისა და კარლეს პერესზე საუბრობს
"ბარსელონა ბ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ გარსია პიმიენტამ კატალონიური კლუბის ახალგაზრდა ტალანტებზე, ანსუ ფატისა და კარლეს პერესზე ისაუბრა.
"ანსუ ისეთი ფეხბურთელია, რომლის თამაშსაც 11-წლამდელთა, ან 13-წლამდელთა გუნდში უყურებ და უკვე დარწმუნებული ხარ, რომ მას "ბარსელონა ბ"-ში, ან თუნდაც პირველ გუნდში დააწინაურებენ. თუმცა, არ ველოდი, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა. ანსუს თანდაყოლილი ნიჭი აქვს."
"კარლესმა ის გააკეთა, რასაც ყველა ფეხბურთელი უნდა აკეთებდეს - ის გულმოდგინედ მუშაობდა. დარწუნებული ვარ, მომავალში ის ამ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება."
"იმედი მაქვს, ისინი პირველ გუნდში სათამაშო პრაქტიკის მიღებას არ შეწყვეტენ. ანსუ და კარლესი ძალიან ახალგაზრდები არიან. მე მათ ვესაუბრე, ისინი სარეზერვო გუნდშიც უპრობლემოდ ითამაშებენ. კარლესთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. იმის მიუხედავად, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ის ჯერ კიდევ "ბარსა ბ"-ს ნომერს ატარებს, ამიტომ პერესი ჩვენს დახმარებასაც შეძლებს." - ციტირებს გარსია პიმიენტას სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]