"ბარსელონას" ფაბიან რუისს დანი ოლმო ურჩევნია
კატალონიურ კლუბს "ნაპოლის" ნახევარმცველის, ფაბიან რუისის მიმართ ინტერესი გაუნელდა და კატალონიელები, მის ნაცვლად, დანი ოლმოს ტრანფერზე გადაერთვნენ. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ნეაპოლელთა 23 წლის ესპანელი შუახაზელის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს. გავრცელებული ცნობებით, იტალიური კლუბი არ აპირებს რუისს 180 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელიოს. ამის გამო, "ბარსელონა" ესპანელ ნახევარმცველზე ფიქრს შეეშვა და იტნერესი სხვა მიმართულებით მიმართა.
საიდუმლო არაა, რომ კატალონიელებს ზაგრების "დინამოდან" დანი ოლმოს დაბრუნება უნდათ. 21 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანაში" იანვარში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, მისი ტრანფერი კი, დაახლოებით, 40 მილიონი ევრო დაჯდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]