დოს სანტოსი:" "ბარსადან" წასვლა არ მინდა"

დოს სანტოსი:" "ბარსადან" წასვლა არ მინდა"

კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მექსიკელმა ნახევრამცველმა, ჯონათან დოს სანტოსმა განაცხადა, რომ მას არ სურს "ბარსელონადან" წასვლა, იტყობინება Sport.es. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დოს სანტოსს, არ უწევს გუნდის პირველ შემადგენლობაში თამაში, იგი მაინც კლუბის ერთგული რჩება და არ აპირებს არსად წასვლას:

"მე გადავწყვიტე, რომ დავრჩე ამ კლუბში და ვითამაშო სარეზერვო გუნდში. ვფიქრობ, რომ მეორე დივიზიონი საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია და აქ შეგიძლია ფეხბურთის თამაში. "ბარსელონა"– ეს შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. ძალიან კარგია, რომ პეპ გვარდიოლა დიდ ყურადღებას აქცევს კანტერას, ასე რომ მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ," დაასრულა მექსიკელმა დოს სანტოსმა.

ცნობისთვის ჯონათანს პირველი გუნდის მაისურით 3 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მექსიკის ნაკრების ღირსება მან 5 მატჩში დაიცვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.