ერნესტო ვალვერდე: ჩემი მომავალი უნდა განიხილონ
"ბარსელონას" დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე, "ატლეტიკოსთან" თამაშის შემდეგ, საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ იმასაც აღიარებდა, რომ ის გუნდში ხელშეუხებელი აღარაა.
"ჩვენს კარში გასული გოლები მოულოდნელი იყო. ისე ჩანდა, თითქოს თამაშს ვაკონტროლებდით.
საერთო ჯამში, კარგი თამაში იყო, მაგრამ ჩვენ აქ ტიტულის მოსაგებად ვართ. ვდომინირებდით, მაგრამ დეტალების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
ვიდეორეფერისთან ამდენი კონსულტაციით, თამაშმა მოქნილობა დაკარგა. თამაშგარე სანტიმეტრებით იყო. დღეს, ვიდეორეფერი ჩვენს სასარგებლოდ არ ყოფილა.
"ატლეტიკო", კონტრშეტევებზე, სწრაფი იყო. ეს დიდებული გუნდია.
იყო მომენტები, როდესაც კარგად ვერ გამოვიყურებოდით.
ჩემი მომავალი? ვიცით, როგორიცაა ფეხბურთი. როდესაც შედეგები არაა, ყოველთვის არასტაბილური სიტუაციაა. წავაგეთ და ვიცი, რომ ჩემი მომავალი განხილული იქნება. ეს გარდაუვალია. მე კი იმ საქმეს მივხედავ, რომლის კონტროლიც შემიძლია." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]